სპეშელტი ყავა ყოველდღე
ᲒᲐᲛᲝᲠᲩᲔᲣᲚᲘ ᲒᲔᲛᲝ ᲚᲝᲓᲘᲜᲘᲡ ᲒᲐᲠᲔᲨᲔ
ოცი წელი ყავას მივუძღვენით: მარცვალს, მის დამუშავებასა და ექსტრაქციას, წყლის ქიმიასა და მომზადების მეთოდებს. ვხსნიდით ყავის სახლებს, ვიღებდით სტუმრებს და ვქმნიდით ადგილებს, სადაც საქმის სიყვარული ყავის კულტურად იქცეოდა.
ასე გაჩნდა HEYLIM — პატარა კაფეები, რომლებიც ფილტრის ყავას აუქციონზე შეძენილი იშვიათი მარცვლებისგან ამზადებენ. ბარისტისა და რიგის გარეშე. აპლიკაციაში რამდენიმე შეხებაც საკმარისია — 30 წამში ყავა თქვენს ხელშია. ამ სიმარტივის უკან ჩვენი გამოცდილება და წლების შრომაა.
ჩამოტვირთეთ აპლიკაცია
თქვენი ყავა სამ ნაბიჯში
იპოვეთ
გახსენით აპლიკაცია და რუკაზე იპოვეთ HEYLIM-ის უახლოესი აპარატი. ყოველ სვეტს თავისი აუქციონის ლოტი აქვს.
შეუკვეთეთ
შეარჩიეთ სვეტი, შეუკვეთეთ და გადაიხადეთ აპლიკაციაში. ახალი მომხმარებლისთვის პირველი 3 ყავა უფასოა.
ისიამოვნეთ
მიუახლოვდით არჩეულ სვეტს და შეკვეთა QR კოდის სკანირებით დაადასტურეთ. 30 წამში თქვენი ყავა მზად იქნება.
HEYLIM COFFEE ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲐ
იპოვეთ ახლომდებარე სვეტი და გაეცანით იქ მომზადებული აუქციონის ლოტის ისტორიას. შეუკვეთეთ ერთი შეხებით და თვალი ადევნეთ მომზადებას. აპლიკაცია იმისთვის შევქმენით, რომ გამორჩეული ყავა დღის ჩვეულებრივი ნაწილი გახდეს — ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ერთი კარგი ჩვევა
გამორჩეული ყავა — ყველგან, ყოველდღე
„ზოგი სიახლე ჩვენს დღეს უხმაუროდ ცვლის. საგულდაგულოდ შერჩეულ იშვიათ ყავას ახალი კულტურა მოჰყვება: პატარა ყოველდღიური რიტუალი, რომლისთვისაც დრო და ადგილი ყოველთვის მოიძებნება.“
- ხელმისაწვდომი ფუფუნებააუქციონის ლოტები — ყველასთვის, ყოველდღე
- ოსტატობა20 წლის გამოცდილება და სიზუსტე ყოველ ჭიქაში
- დამოუკიდებლადსვეტი თავად ამზადებს ყავას — სწრაფად და უხმაუროდ
- დახვეწილი დიზაინირთული ტექნოლოგია მარტივი ფორმის მიღმა
გელით
ერევანი და დუბაი
გსურთ ჩვენთან მუშაობა ან HEYLIM-ის განვითარება თქვენს რეგიონში? შემოგვიერთდით





